ხუთი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
ავარია მარნეული-თბილისის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ორი დაშავებულის
მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.