9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გორში სტალინის გამზირზე მოხდა. სხვადასხვა დაზიანებებით მოზარდი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას შესაბამისი მკურნალობა გაეწია და სახლში გაწერეს.
,,ჰოსპიტალში შემოყვანილია არასრულწლოვანი, რომელსაც სხვადასხვა დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. მას გაეწია ამბულატორიული დახმარება და გაეწერა ბინაზე .“ – ამბობენ ჰოსპიტალში
წყარო: TV მონიტორინგი