სისხლიანი გარჩევისას ბიზნესმენი ჩაცხრილეს. მოკლულია აიდინ გამზაევია. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოხდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ბიზნესმენი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს. სოფელში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება, რაზეც გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ.