გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს. ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯია აღებული.
ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ, სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტი, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.