ქუთაისში, ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ცნობისთვის, თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში 12-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი და ის 2 მილიონ დოლარს, რუსეთის დროშას, მიკროავტობუსა და ანკესს ითხოვდა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.