ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ.
2022 წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, კითხვაზე – “თქვენი ამჟამინდელ მდგომარეობაზე თუ დაფიქრდებით, 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ?”, – 45%-ის პასუხი ნაკლები ფინანსური შესაძლებლობაა.
კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.