ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის მიხედვით, საზოგადოების 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 29%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 23%-ისთვის ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქის მოსახლეობის 55% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 22%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, ხოლო 20% თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინა კვლევასთან შედარებით, დედაქალაქის მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – 5%-ითაა გაზრდილი.