ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოხდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.
შემთხვევის დროს მანქანაში მყოფი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა, 3 მგზავრი კი დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი.