,,სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში აჭარიდან 50 სტუდენტი სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
პუწყების ცნობით, პროგრამა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება და მაგისტრატურისა და დოქტურატურის სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ განათლება მარკეტინგის, სამართალმცოდნეობის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და საერთაშორისო გამოცდილების შეძენა. ასევე, მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, 2022 წლიდან პირველად, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროგრამაში საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ჩაერთვებიან. წელს საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად საზღაო აკადემიის საბაკალავრო საფეხურის 13 სტუდენტი გაემგზავრება,” – აცხადებენ მთავრობაში.
პროგრამის ბიუჯეტი 2022 წელს 800 ათას ლარს შეადგინს.