• მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შაბათი, სექტემბერი 30, 2023 18:08
  • შესვლა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი ეკონომიკა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი სახლს უნებართვოდ აშენებს – NGO

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
სექტემბერი 1, 2022
ეკონომიკა
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ბათუმში სახლს უნებართვოდ აშენებს, მშენებლობის ხარჯები ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, ამის შესახებ კვლევას “საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს.,

ორგანიზაციის მოკვლევით დადგინდა, რომ სახლის მშენებლობა ზაზა დიასამიძემ მეუღლის, თამილა ჭურკვეიძის კუთვნილ მიწაზე 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა. ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი ჩანს ზაზა დიასამიძის მიერ 2019 წელს წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში, რომლის შევსებას მას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსს ევალებოდა.

თამილა ჭურკვეიძეს 500 კვადრატული მიწის ნაკვეთი მამამ 2018 წლის აგვისტოში აჩუქა. ნაკვეთი ახალსოფელში, გონიო-აფსაროსის გზატკეცილიდან 240 მეტრში მდებარეობს.

ჩუქებიდან ერთ თვეში, თამილა ჭურკვეიძემ ბათუმის მერიას საკარმიდამო ნაკვეთის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გამოსაყენებლად მიმართა, მერიამ განცხადება იმავე წლის ოქტომბერში დააკმაყოფილა, 2018 წლის დეკემბერში კი დიასამიძის მეუღლემ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახლის არქიტექტურული პროექტი შეათანხმა, თუმცა როგორც მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წერილშია მითითებული, აღნიშნულ არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა, შესაბამისად, ზაზა დიასამიძეს და მის მეუღლეს არც რეგულაციებით გათვალისწინებული სამშენებლო მოსაკრებელი გადაუხდიათ.

ნებართვის ქონა მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელი იყო „მშენებლობის ნებართვის წესის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 57-ე დადგენილებით. შსს-ს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, 2019 წელს უნებართვო მშენებლობა  დაიწყო. სახლი ახლა დასრულების ეტაპზეა.

Google Earth-ის მონაცემებით, აქტიური სამშენებლობლო სამუშაოები ზაზა დიასამიძის მეუღლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო, სატელიტური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 252 კვ.მ ფართობის ორსართულიანი სახლი უკვე გადახურულია.

მიუხედავად სატელიტური სურათებიდან დადასტურებული მშენებლობისა, ზაზა დიასამიძემ 2019-2022 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა, თუ რა თანხა მოახმარა აღნიშნულ მშენებლობას როგორც საკუთარი, ისე მეუღლის შემოსავლებიდან. საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის თანახმად, თანამდებობის პირმა დეკლარაციაში უნდა მიუთითოს საანგარიშო პერიოდში მისი და მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი გასავალი, რომლის ღირებულება 5000 ლარს აღემატება. ცხადია, 2019 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ჩათვლით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე დახარჯული თანხები, საბაზრო ფასებისა და სამუშაოთა მოცულობის (სამშენებლო მოედნის მომზადება, საძირკვლის ჩასხმა, სართულების მშენებლობა, კუთვნილი ეზოს შემოღობვა და ა.შ) მნიშვნელოვნად აღემატება კანონში მითითებული თანხის ოდენობას. როგორც აღვნიშნეთ, დოკუმენტებში ზაზა დიასამიძე ამ გასავალზე არ მიუთითებს.

ხელვაჩაურის მერმა 2022 წლის დეკლარაციაში არც კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებით მიღებული შემოსავალი მიუთითა – დიასამიძე 2010 წლიდან ბათუმში, ზურაბ ნაჭყებიას ქუჩაზე 1002 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2021 წლის დასაწყისში მან ეს ქონება იპოთეკით დატვირთვა, 18 თბერვალს კი 39,000 აშშ დოლარად მიჰყიდა შპს „ბათუმი ხარაჩოს”. 2022 წლის დეკლარაციაში დიასამიძეს, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა მიეთითებინა ქონების გასხვისებისა და  ამ გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმართავს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, შეისწავლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ ბათუმში უნებართვო მშენებლობის საკითხი და დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები.

გაზიარებაგაგზავნაგაზიარებაTweetგაზიარებაგაზიარება

მსგავსი სიახლეები

დააჯარიმეს ბენზინგასამართი სადგურები, რომლებსაც მაღალი ფასი შეთანხმებულად ჰქონდათ დაწესებული
ეკონომიკა

დააჯარიმეს ბენზინგასამართი სადგურები, რომლებსაც მაღალი ფასი შეთანხმებულად ჰქონდათ დაწესებული

აგვისტო 18, 2023
ყველაფერი ტურისტული საინფორმაციო ცენტრების შესახებ
ეკონომიკა

2023 წლის II კვარტალში რუსეთიდან 321 ათასამდე ვიზიტორი შემოვიდა

აგვისტო 14, 2023
თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ეკონომიკა

თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

აგვისტო 9, 2023
შემდეგი პოსტი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი ხვალისთვის

რა ეღირება 2 სექტემბერს 1 აშშ დოლარი - ვალუტის კურსი ცნობილია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • სასტიკი შემთხვევა ბათუმში – ქმარმა ცოლი დააბა, აწამა და დაჭრა
  • შვილმა მამა მოკლა
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 8 პირის მიმართ დევნა დაიწყო
  • ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი

© 2021 ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In