ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით ერთმანეთს რამდენიმე მაუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში სხვადასხვა სახის დაზიანებებით გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.