ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის იდეას მხარს არ უჭერს. CNN-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა.
“აშშ-ს არ სურს რუსეთის დისიდენტებისა და სხვებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, გადაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და მის პოლიტიკას უკრაინაში და რუსეთის ხალხს შორის ზღვრის გავლება”, – ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, “აშშ-მ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმუშავა, რათა დააწესოს ხარჯები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის”.
“2022 წლის 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯები სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად და ე.წ. შავ სიაში თითქმის 5000 ადამიანი მოხვდა. ჩვენ ვეძებთ ყველა ინსტრუმენტს კრემლის პასუხისგებაში მიცემისთვის”, – ამბობენ სახ.დეპში.