შუქურასა და გარეჯს შორის გამართული მატში ქობულეთის გამარჯვებით დასრულდა. შუქურამ საკუთარ მოედანზე მოწინააღდეგეს სამი გოლი გაუტანა.
”ჩელე არენაზე” პირველი გოლი ლევან ინგოროყვამ გაიტანა. 17 წუთში ”გარეჯმა” მეორე გოლი მიიღო, თუმცა ამჯერად შეხვედრაში ავტოგოლი გავიდა. მატჩში საბოლოო ანგარიში 3-0 84-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა დააფიქსირა.