სისხლიანი დაპირისპირებისას კაცი დაჭრეს. მას დაზიანებები კისრის არეში აქვს მიყენებული. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტში მოხდა. პოლიციამ მამა-შვილი ბრალდებულების სახით დააკავა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.