კიდევ ერთი ძიმესი ავარია თურქეთში. ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
წაიკითხე სხვა ამბებიც
შემთხვევა ამჯერად მარდინის პროვინციაში მოხდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.
ავარიისას დაშავდა 29 ადამიანი, ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ მანქანას დაეჯახა და ამოყირავდა. მოგვიანებით კი, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას და შეკრებილ ხალხს დაეჯახა.