კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, როდესაც პაციენტი სრულ თანხას ვერ იხდის და მას ამის გამო, არ აძლევენ საშუალებას დატოვოს კლინიკა, რა ხდება ასეთ დროს? იურისტი თამარ კერძაია პაციენტებს რჩევებს უზიარებს:
“გვაქვს ასეთი შემთხვევები: როდესაც პაციენტს ეუბნებიან, რომ თქვენ არ გაგიშვებთ სანამ თანხას არ გადაიხდით. კიდევ უფრო მძიმე შემთხვევეის დროს კი, თუკი ვინმე ახლობელი მას თანხის გადახდაში ვერ დაეხმარება, პაციენტს აყოვნებენ და არ უშვებენ კლინიკიდან, მიჰყავთ ნოტარიუსთან მისი ახლობელი და უკეთებენ ვალის აღიარებას.
პაციენტის არ გაშვება, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. შესაძლოა პაციენტი სხვა კლინიკაში გადადის, ამ დროს კი, მისი შეყოვნება შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდეს. რა თქმა უნდა, პაციენტი ვალდებულია გადაიხადოს თანხა, თუ მას ამას სახელმწიფო არ უფინანსებს. როგორც წესი კი აფინანსებს სახელმწიფო ასეთ შემთხვევებს, მაგრამ გარკვეული თანხა რაც არ არის ანაზღაურებული, თუ ამ ვერ ვიხდით, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება აქვს კლინიკას ამ დროს. თანხის გადაუხდელობა -ეს არ არის დანაშაული.
ანალოგიური ხდება ბანკის შემთხვევაში. ნებისმიერი მუქარა თანხის გადაუხდელობის გამო, დაუშვებელია. ხშირად არის ხოლმე ბანკების მხრიდან მუქარა, შეანი ოჯახის წევრები ამა და მ ქონებას ფლობენ და წავართმევთო – უნდა ვიცოდეთ, რომ ვერანაირი სამართლის ნორმებით, ოჯახის ქონებას ვერავინ შეეხება. ამ დროსაც აუცილებელია საგამოძიებო ორგანოს მიმართოთ, ან დარეკოთ საპატრულო პოლიციაში,”- აცხადებს თამარ კერძაია.
წაიკითხე სხვა ამბებიც
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს
თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო ორ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ამის...
სრულად
წყარო: rustavi2