არაადეკვატური ანგარიში რესტორანში ან კლუბში საკმაოდ ხშირი შემთხვევა გახდა – როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, როდესაც თანხას ფიზიკურად ვერ ვიხდით და ვერც ვერავინ გვეხმარება ამ დროს?
როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი, როგორც დაზარალებული მომხმარებლის უფლებები – ამ თემაზე იურისტმა და ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ ისაუბრა.
“ხშირია ასეთი შემთხვევები. სამართლებრივად, როდესაც შევდივართ რესტორანში, ვსხდებით მაგიდასთან და ვაკეთებთ შეკვეთას, მართალია არავითარ ხელშეკრულებას არ ვაწერთ ხელს ასეთ დროს, მაგრამ ის რომ შეკვეთას ვაკეთებთ, ეს უკვე ნიშნავს ზეპირ მომსახურების ხელშეკრულებას ჩვენსა და რესტორანს შორის. ეს არის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა. ხოლო თუ რომელიმე მხარე, ამ დროს თავის მოვალეობას არ ასრულებს, მაგალითად მომხმარებელი ვალდებულია თანხა გადაიხადოს და თუ მან ეს არ გააკეთა, რესტორანს რჩება უფლება სამართლებრივი გზებით მოითხოვოს თანხის გადახდა.
რა არის სამართლებრივი გზა? – ეს არის მაგალითად სასამართლო. თუმცა თუკი მომხმარებელი ვალდებულების მიუხედავად ვერ იხდის თანხას, ეს არ არის დანაშაული. ვალაუვალობის გამო, არავინ არ ისჯება.
ობიექტების დაცვის თანამშრომელთა გადაჭარბებული “უფლებები” – რა ხდება დაძააბულობის მიზეზი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ძალიან დიდ წარმოადგენს დარღვევას და უკვე სისხლის სამართალში გადავდივართ?
არავითარ შემთხვევაში, დაცვას არ აქვს უფლება, მომხმარებელთან რომელიც თანხას ვერ იხდის მივიდეს, დაემუქროს, ფიზიკურად რაიმე ფორმით შეეხოს და მით უმეტეს, აუკრძალოს მას რესტორნიდან გასვლა, სანამ ვინმე თანხას არ მოაწვდის. ადგილის დატოვების აკრძალვა, თავისუფლების შეზღუდვაა, რომელიც უმძიმესი დანაშაულია.
როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი თუკი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა?
რეკავს აუცილებლად 112-ზე, მოდის საპატრულო პოლიცია, რომელიც არკვევს ხომ არ მოხდა ადამიანზე ამ დროის ძალადობა და მუქარა – შემდეგ კი, ის რესტორანს ეტყვის რომ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ,”- აცხადებს თამარ კერძაია.
წაიკითხე სხვა ამბებიც
წყარო: rustavi2