• მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
ხუთშაბათი, სექტემბერი 21, 2023 23:59
  • შესვლა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი კულტურა

 ბათუმში ცეკვის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
აგვისტო 17, 2022
კულტურა
0
ფოტო: აჭარა.news

ფოტო: აჭარა.news

Red Bull Dance Your Style-ს, ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატის საქართველოს ფინალს წელს ბათუმი უმასპინძლებს. ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომელთა ცნობითაც, 20 აგვისტოს, 18:00 საათზე, ბულვარში, კოლონადებთან, საქართველოს 16 საუკეთესო მოცეკვავე ერთმანეთს 1-1-ზე ბეთლში დაუპირისპირდება. მათგან მხოლოდ ერთი დაჯილდოვდება Red Bull Dance Your Style-ს მსოფლიო ფინალში მონაწილეობის შესაძლებლობით.

Red Bull Dance Your Style-ს ბეთლის ფორმატი აქვს. ჟიური კი მაყურებელია, რომელიც მოულოდნელად გაჟღერებულ ცნობილ მუსიკაზე მოცეკვავის რითმს, მოძრაობებს, კრეატივსა და ქარიზმას წითელი ან ლურჯი ბარათების აწევით აფასებს და საკუთარ ხმას ასე აფიქსირებს.

საქართველოს ფინალში 16 მოცეკვავე მონაწილეობს. 12 მოცეკვავე 13 აგვისტოს, თბილისში გამართულ Red Bull Dance Your Style-ს საქართველოს შესარჩევზე, ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის წევრები იყვნენ ჰიპ-ჰოპის ცნობილი მოცეკავე და რედ ბულის არტისტი მაჯიდ კესაბი და Red Bull Dance Your Style-ს 2021 წლის საქართველოს გამარჯვებული ნინი გოგიჩაიშვილი. 4 მონაწილეს კი “Wild Card” ერგო და შესაბამისად, შეჯიბრებაში, შესარჩევი ეტაპის გარეშე, პირდაპირ ფინალში ჩაერთვებიან.

Red Bull Dance Your Style 2022 წელს 33 ქვეყანას აერთიანებს. ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავეები ერთმანეთს მსოფლიო გამარჯვებულის სტატუსისთვის 10 დეკემბერს, იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში დაუპირისპირდებიან. ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატში საქართველო მეორედ მონაწილეობს.

გასულ წელს კოვიდ პანდემიის გამო, Red Bull Dance Your Style-ს მსოფლიო ფინალი გაუქმდა. სწორედ ამიტომ, 2021 და 2022 წლების საქართველოს გამარჯვებულები ერთად გაემგზავრებიან შეჯიბრების მსოფლიო ფინალზე.

ქუჩის ცეკვის ყველაზე გავრცელებული სტილებია: ლოქინგი (locking), ჰიპ-ჰოპი (ე.წ. ჰიპ-ჰოპ ფრისტაილი ან ახალი სტილი), პოპინგი (popping), ჰაუსი (ე.წ. house dance), ვაკინგი (waacking) და ბრეიქინგი (ე.წ. B-Boying or breakdancing). Red Bull Dance Your Style-ში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.

წაიკითხე სხვა ამბებიც

პოლონეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
კრიმინალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს

ავტორი აჭარა.News
სექტემბერი 21, 2023
0

თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო ორ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ამის...

სრულად
კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ნიდერლანდებში მკვლელობისთვის ქართველს ეძებენ

სექტემბერი 21, 2023
ფეისბუქში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველეოში დიდი რაოდენობით ბრილიანტის შემოტანას ცდილობდა

სექტემბერი 12, 2023
სისხლიანი გარჩევა ბათუმში – დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს

სისხლიანი გარჩევა ბათუმში – დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს

სექტემბერი 8, 2023
წვიმის შედეგად ქობულეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორა

წვიმის შედეგად ქობულეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორა

სექტემბერი 8, 2023
გაზიარებაგაგზავნაგაზიარებაTweetგაზიარებაგაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფესტივალი „განდაგანა“ 20 ნოემბერს გაიმართება
კულტურა

ფესტივალი „განდაგანა“ 20 ნოემბერს გაიმართება

ნოემბერი 17, 2022
თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან – ბათუმის დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს
კულტურა

თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან – ბათუმის დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 1, 2022
ინფრასტრუქტურა

ხინოწმინდის მონასტერი ჩააბეტონეს

ოქტომბერი 31, 2022
შემდეგი პოსტი
ფოტო: აჭარა.News

მდინარეში ბავშვის დასახმარებლად შესული კაცი დაიხრჩო

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს
  • ნიდერლანდებში მკვლელობისთვის ქართველს ეძებენ
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველეოში დიდი რაოდენობით ბრილიანტის შემოტანას ცდილობდა
  • სისხლიანი გარჩევა ბათუმში – დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს
  • წვიმის შედეგად ქობულეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი

© 2021 ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In