ცოტა ხნის წინ ქობულეთში შემზარავი შემთხვევა მოხდა. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით ზღვაში შესულმა 12 წლის ბავშვმა ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო და დაიხრჩო.
შემთხვევა ჩოლოქის ტერიტორიაზე მოხდა, ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბავშვი ამ დროისათვის პროზექტურაშია გადასვენებული და მას ექსპერტიზა უტარდება.