წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქრთამის აღების ფაქტზე
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი თ.ქ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
უწყების ცნობით, თ.ქ.-ს ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი ი.ლ. დაუკავშირდა და მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის არაოფიციალურად გადავადება სთხოვა.
“აღნიშნული პირები წინასწარ შეთანხმდნენ და შუამავალი პირის, ბ. გ.-ის დახმარებით, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 1 500 ლარი. აღებული თანხიდან 500 ლარი ი.ლ-მ იმავე დღეს გადასცა თ.ქ.-ს, 200 ლარი – ბ.გ.-ს, ხოლო 800 ლარი თავად დაიტოვა.
თ.ქ.-ს 2022 წლის 11 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით და 25-338-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე”- აცხადებენ სუსში.