მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით სოფელ ტბასთან სატვირთო ხევში გადავარდა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მძღოლი მანქანიდან დატვირთულ მასალას ცლიდა. ტრანსპორტი გზიდან მოცურდა და ხევში გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.