უბედური შემთხვევა ქობულეთში. ფიჭვნარის სანაპიროზე შუახნის კაცი ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე კრიმინალური პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.