საქართველოში, სავარაუდოდ, უკრაინიდან ლტოლვილ ქალზე სექსუალურად იძალადეს. თვითმხილველების ინფორმაცით, უკრაინელ ქალს სხეულზე ძალადობის კვალიც აღენიშნება, მას დამწვრობები სავარაუდოდ, სიგარეტით აქვს მიყენებული.
ახალგაზრდა ქალი თავდაპირველად ლაჩხუთის სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს. მოგვიანებით კი კატასტროფის ბრიგადამ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით უკრაინელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.