მეგი გოგიტიძის კონცერტი მოსკოვში გაუქმდა, ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი სავარაუდოდ, პუტინის წინააღდეგ მომღერლის განცხადება გახდა.
“სწორედ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ვიმღერებ,”- აღნიშნა რამდენიმე დღის წინ მეგი გოგიტიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, მეგი გოგიტიძეს მოსკოვში 6 აგვისტოს უნდა ემღერა. მომღერლის გადაწყვეტილებას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.