მარნეული-კოდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს თბილისი-მარნეულის ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ამ დროისათვის მოძრაობა შეზღუდულია მარნეული-კოდის გზაზე.
რადიო “მარნეულს” ავარიის ადგილას მყოფმა პირმა შეატყობინა, რომ თბილისი-მარნეულის მიკროავტობუსს, რომელიც სავარაუდოდ თბილისიდან მომდიოდა, მგზავრები გადაყავდა.