ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ხელმძღვანელად ნუკრი ქანთარია დაინიშნა, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს. ქანთარია მსახიობებს განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა წარუდგინა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე თეატრის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ნუკრი ქანთარია ქართული ოცნების ყოფილი წევრია.