აჭარაში 15 ივლისის 21 საათიდან 16 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 25 – 30 გრადუსი, ღამით კი 15 – 20 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში კი დღისით 23 – 28 გრადუსი, ღამით 10 – 15 გრადუსია მოსალოდნელი.
17-18 ივლისს საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.