65 წლამდე ასაკის კაცი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში. ავარია პუშკინისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების კვეთაზე მოხდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “მედცენტრში” გადაიყვანა.
კლინიკის ინფორმაციით ამ ეტაპზე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას დამატებითი კვლევები უტარდება.