ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, ზუსტად 1 წლის წინ გარდაიცვალა.
11 ივლისის დილას მისი ცხედარი დედამ საწოლში იპოვა. ლექსო ლაშქარავას სირცხვილიას ოფისში სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამსხვრეული. მისი ცემის საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს. ხუთივე მათგანს – დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, გია გიგუაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამ დრომდე არ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები.