ამ წუთებში ხელვაჩაურის მერიასთან რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ხუთი სოფლის (მახო, ონტოფო, დავითაძეები, სიმონეთი, ზანაქეთი) საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, გარე განათების მონტაჟსა და გაზიფიცირებას, ასევე წყლის სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელვაჩაურის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აჭარის მთავრობის სახლთან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.