• მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
ხუთშაბათი, სექტემბერი 21, 2023 23:43
  • შესვლა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი კრიმინალი

„კანონიერი ქურდები“ ბათუმში ფინანსურ დავებს განიხილავდნენ – საქმეში ლავასოღლი ფიგურირებს

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
ივნისი 17, 2022
კრიმინალი
0

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად აჭარაში ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტი გამოავლინეს, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ლ.დ., 1965 წელს დაბადებული გ.ხ. (ე.წ. კანონიერი ქურდის – რომან ხმალაძის, მეტსახელად „რომა ბათუმსკის“ ძმა) და 1978 წელს დაბადებული ზ.თ. – ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ხოლო 1964 წელს დაბადებული დ.ქ. (მეტსახელად „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის – ასლან ქობულაძის, მეტსახელად – „ასლან ბათუმსკის“ ძმა) და 1973 წელს დაბადებული ა. დ. (მეტსახელად “ფაჩიჩა”), – “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

გარდა ამისა, ძმები – 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ., ასევე, მათი ბიძაშვილი – 1967 წელს დაბადებული რ.ქ. (მეტსახელად “კამო”) “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.

რაც შეეხება 1984 წელს დაბადებული რ.ზ.-ს (მეტსახელად “ბალუ”), მას „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ძმებს ერთმანეთთან ფინანსური დავა ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთ ძმასა და რ.ქ.-ს შორის კი დაპირისპირება წარმოიქმნა მათი საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

მოდავე მხარეებმა დახმარებისთვის მიმართეს კრიმინალურ ავტორიტეტებს – ბრალდებულებს: ლ.დ.-ს, გ.ხ.-ს, ზ.თ.-ს, დ.ქ.-ს და ა.დ.-ს

აღნიშნული დავების გადაწყვეტის მიზნით, ლ. დ. საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს – მინდია ლავასოღლის და მასთან მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს – რ.ზ.-ს (მეტსახელად „ბალუ“) დაუკავშირდა.

კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ნათესავებს შორის არსებული ფინანსური და ყოფითი დავების მოგვარების და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომლებსაც ესწრებოდნენ მოდავე მხარეები, კრიმინალური ავტორიტეტები და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი – მინდია ლავასოღლი და კრიმინალური ავტორიტეტი – რ.ზ. (მეტსახელად „ბალუ“).

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარებაგაგზავნაგაზიარებაTweetგაზიარებაგაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოლონეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
კრიმინალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს

სექტემბერი 21, 2023
კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
კრიმინალი

ნიდერლანდებში მკვლელობისთვის ქართველს ეძებენ

სექტემბერი 21, 2023
სისხლიანი გარჩევა ბათუმში – დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს
კრიმინალი

სისხლიანი გარჩევა ბათუმში – დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს

სექტემბერი 8, 2023
შემდეგი პოსტი

ცნობილია როგორი ამინდი იქნება უქმეებზე ბათუმში - ნახეთ ამინდის პროგნოზი

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს
  • ნიდერლანდებში მკვლელობისთვის ქართველს ეძებენ
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველეოში დიდი რაოდენობით ბრილიანტის შემოტანას ცდილობდა
  • სისხლიანი გარჩევა ბათუმში – დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს
  • წვიმის შედეგად ქობულეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • არჩევნები
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი

© 2021 ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In