ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ კობალაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა, კვლავ მძიმეა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მას თავის არეში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, გუშინ კობალაძის ქუჩაზე მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი 20 წლის ახალგაზრდას დაეცა, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა. ახალგაზრდა კაცმა გონება დაკარგა და ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკა BAU-ში გადაიყვანეს.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. ფაქტზე ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.