გორში, არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან პრეზერვატივები მოიპარეს. შემთხვევა 10 ივნისს საღამოს საათებში მოხდა.
ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ინდენტიფიცირებულა ის პირი, ვინც იმ მომენტში დახლიდან ყუთი აიღო.
,,საღამოს საათებში ბევრი ხალხი ტრიალებდა, ეს ბავშვებიც რამდენჯერმე შემოვიდნენ. კამერამ დააფიქსირა, როგორ აიღეს ყუთი” – ამბობენ მაღაზიაში.
მაღაზიაში მივიდა მოზარდის მამა, რომელმაც განაცხადა, რომ წაღებული ნივთების თანხას გადაიხდის.
როგორც მაღაზიაში გვითხრეს, რაოდენობრივად ბევრია წაღებული.
წყარო: Qartli.ge