სისხლიანი გარჩევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში მოხდა.
41 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან, რვაჯერ ესროლეს.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით, კაცს საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლის ძმამ ესროლა, თუმცა გამოძიებას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.