ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა მცხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ჯვრის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
შს სამინისტროს ინფორნაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.