ორი ახალგაზრდა დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავარია ზესტაფონთან მაგისტრალზე მოხდა.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით ერთმანეთს ტრაილერი და ევაკუატორი შეეჯახა.
ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი, ვიტალი დარჯანია და ვახო რუხაძე, დაიღუპა.
ორივე გარდაცვლილი სოფელ ჭალადიდის მკვიდრია.