მსუბუქი ავტომობილი ბეტონმზიდს შეეჯახა, შედეგად ბეტონმზიდი წყლის არხში გადავარდა, ხოლო მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რუსთავი გაჩიანის გზაზე მოხდა. ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მძღოლმა დროულად მოახერხა გადმოსვლა, ავტომობილი კი დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.