ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორისა და ქარელის საავადმოყოფოებში გადაიყვანეს.
დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების მგზავრია. შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.