ცოტა ხნის წინ ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჰაიდარ აბაშიძისა და კომახიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველმა “აჭარა.News” განუცხადა, რომ მომხდარის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდიანრეობს გამოძიება.
ამ ეტაპზე უცნობია რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.