პოლონეთში 22 წლის ბექა ტაბაღუა მოკლული ნახეს, ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახი ავრცელებს. ახლობლების თქმით, ბიჭი სამუშაოდ პოლონეთში 7 თვეა რაც წავიდა, ბოლო 3 დღის განმავლობაში კი მასთან კონტაქტი გაწყდა.
ახლობლებმა ოჯახს აცნობეს, რომ ის დანითაა მოკლული. რა გახდა მომხდარის მიზეზი, მათთვის უცნობია. ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს, დაეხმაროს საქმის გარკვევაში.