მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთი-თბილისის გზაზე. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.