6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი, დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქობულეთში. ავარია აღმაშენებელის ქუჩაზე მოხდა. “აჭარა.NEWS”-ის ინფორმაციით ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით ქობულეთის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენებს კი სხეულის სხვადასხვა ნაწილის მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.