პარასკევი, ივლისი 1, 2022 06:51
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
რეკლამა
აჭარა.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
აჭარა.News
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

მთავარი საზოგადოება

B და BE კატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა

აჭარა.News ავტორი აჭარა.News
აპრილი 26, 2022
საზოგადოება
0

B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხრა სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ. თუმცა ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები ვერ შეძლებენ მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი.

ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, გავიდეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთანავე, დაინტერესებული პირი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა. ასევე, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის ღირებულება განისაზღვრება 160 ლარით და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე გავიდეს.

შსს-ს ინფორმაციით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე, 15 წუთით ადრე.

 

გაზიარებაTweetგაზიარება

მსგავსი სიახლეები

ხელვაჩაურის მერიასთან მოსახლეობაა შეკრებილი – რას თხოვენ ადგილობრივები
საზოგადოება

ხელვაჩაურის მერიასთან მოსახლეობაა შეკრებილი – რას თხოვენ ადგილობრივები

ივნისი 17, 2022
აქცია აჭარის მთავრობასთან – რას ითხოვენ სანაპიროზე დასაქმებულები
ეკონომიკა

აქცია აჭარის მთავრობასთან – რას ითხოვენ სანაპიროზე დასაქმებულები

ივნისი 12, 2022
ბათუმში მოძრავი ავტობუსების მარშრუტი იცვლება – ნახეთ რომელ ნომრებს შეეხება ცვლილება
საზოგადოება

2 მაისს ბათუმში ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება – ნახეთ მარშრუტების ჩამონათვალი

მაისი 1, 2022
შემდეგი პოსტი
ცნობილია ბათუმში იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მართვის მოწმობის გამოცდას გაივლით

ცნობილია ბათუმში იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მართვის მოწმობის გამოცდას გაივლით

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი

ბოლო ჩანაწერები

  • ექსკლუზივი: ბიძინა ივანიშვილი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  • დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს დასაქმების სანაცვლოდ $5 000 გამოართვა
  • 1 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული – შემზარავი ავარია
  • ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს თამაზ ბოლქვაძე უხელმძღვანელებს
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
ელექტრონული ფოსტა: ajaranews.contact@gmail.com

© 2021 ყველა უფლება დაცულია

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა რეზულტატი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ახალი ამბები
  • განათლება
  • ეკონომიკა
  • ამბები მთიდან
  • კრიმინალი
  • ჯანდაცვა
  • კულინარია
  • ტურიზმი
  • სხვა
    • სამართალი
    • საზოგადოება
    • ბიზნესი
    • არჩევნები
    • მუნიციპალიტეტი
    • ინფრასტრუქტურა
    • კორონავირუსი
    • რელიგია
    • უცხოეთი
    • სპორტი
    • ქობულეთი
    • ბათუმი
    • ხელვაჩაური
    • ქედა
    • ხულო

© 2021 ყველა უფლება დაცულია