“მინდა, ჩემს მოქალაქეებს ვახარო, რომ პრაქტიკულად, კოვიდი შეიძლება ითქვას, დამარცხებულია,” – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“დღეს 107 შემთხვევა იყო. აქვე მინდ აგავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც 2 თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრტიკებდნენ. მაშინ ვთქვი, რომ მწვანე ბარათები გავაუქმეთ, რადგან აზრს კარგავდა. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტებისგან კრიტიკა მივიღეთ, ეს როგორ გააკეთეს და ა.შ. ვნახეთ, რომ 2 თვეში პროცესი სწორად იმართა, ამიტომ ყველაფერი სტაბილურადაა. არავითარი გამოწვევა არ ჰქონია სისტემას მართვის თვალსაზრისით,” – ამბობს პრემიერი.