ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გაძარცვეს. შემთხვევა გამთენიისას კომახიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.
”აჭარა.News”ინფორმაციით, “ტოიოტა პრიუსის” 5 ავტომობილი გატეხეს და გაძარცვეს.
დაზარალებულების განცხადებით სავარაუდი მძარცველები არასრულწლოვნები არიან.
” მეზობელმა დამირეკა, მოვედი და დამხვდა ასეთი სიტუაცია. ჩამსხვრეულია ავტომობილების მინები, რა წაიღეს ჯერ არ ვიცით.
კრიმინალისტები მუშაობენ. აქ ეზოში რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და იმედია, დააფიქსირებდა მძარცველებს”- აცხადებს ერთე- ერთი დაზარალებული.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები იმყოფებიან.
შს სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს.