2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.0 წელს, ხოლო კაცებისთვის 31.5 წელს, ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ოჯახი დედაქალაქში შეიქმნა, სტატისტიკური მონაცემებით მას აჭარა მოსდევს, შემდეგ კი გურია.
ამავე მონაცემების თანახმად, გასულ წელს ყველაზე მეტი განქორწინების ფაქტი დედაქალაქში დაფიქსირდა, შემდეგ კი აჭარაში.