თურქეთში ყაჩაღობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, მათ შორისაა ქართველებიც, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გამოცემის ცნობით, უსკუდარში ვალუტის გადამცვლელ კურიერს ფულით სავსე ჩანთა გამოსტაცეს.
გამოძიების ინფორმაციით, ტომარა, რომელშიც 800 000 ლირა იყო მოთავსებული ბოროტმოქმედებმა თავდასხმისას ცივი იარაღის მუქარით გაიტაცეს.
უსაფრთხოების კამერის კადრების შესწავლის შედეგად პოლიციამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქის, კახა გ.-ს კუთვნილი მანქანით მივიდნენ.
ყაჩაღობის გამო, საქართველოს მოქალაქეები კახა გ, ზაზა კ. და აზერბაიჯანის მოქალაქეები ალი ა. და რუფატ ა. დააკავეს. ჩხრეკისას კი 520 ათას 575 ლირა ამოიღეს.
4 ეჭვმიტანილი პოლიციის განყოფილებიდან პროცედურების შემდეგ სასამართლოში გადაიყვანეს.