ავარიის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ხაშური-სურამის მონაკვეთზე მოხდა.
სამგზავრო მიკროავტობუსი ხაშური-სურამის მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
კლინიკაში მოთავსებულებიდან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ფოტო: არქივიდან