მოკლულია ცოლ-ქმარი. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ერთ-ერთ ფერმაში, გამთენიისას მოხდა.
“აჭარაNews”-ის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი, სავარუდოდ, მწყემსმა მოკლა, რომელიც მათთან მუშაობდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.