70 წლამდე ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება.
შემთხვევა კახეთში, სოფელ ჯუგაანში მოხდა.
ადგილობრივები მომხდარს ძარცვას უკავშირდებენ, მათი თქმით, ბოროტმოქმედებმა ქალს დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.